.პროექტის სახელწოდება: ბებერი ტაო.
2. პროექტის მთავარი იდეა: ტაო- კლარჯეთში არსებული ხუროთმოძღვრების ძეგლების გაცნობა, შესწავლა. მოსწავლეების დაინტერესება ტურიზმით,მოლოცვა,პილიგრიმობა.
3.პროექპის აქტუალობა: აღნიშნული თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც დღეს საქართველოში დიდი ყურადღება ექცევა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩენილი ისტორიული ძეგლების შესწავლას, აღდგენა-რესტავრაციას.
4.პროექტის მიზნები: ბავშვები შეისწავლიან თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს,დაინტერესდებიან ტურიზმით.განუვითარდებათ კვლევა -ძიების ინტერნეტიდან ინფორმაციის მოპოვების დახარისხების უნარჩვევები.გადაიღებენ და ინტერნეტიდან მოიპოვებენ ფოტო და ვიდეო მასალებს.
5.მონაწილეთა ასაკი:17-18-წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მოიპოვებენ ინტერნეტიდან ინფორმაციას ტაო- კლარჯეთის ისტორიული ძეგლების შესახებ, შეაგროვებენ გადაღებულ ფოტომასალას თითოეულ სურათს დაამუშავებენ დიდ ფორმატში და სკოლაში მოაწყობენ გამოფენას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სასულიერო პირი, ექსკურსია მძღოლი, ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა, კომპიუტერები, გარკვეული თანხა,სატრანსპორტო საშუალება.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): I-აქტივობა: მოსწავლეთათვის პროექტის თემის (იდეის)გაცნობა.
II-აქტივობა: პროექტში ჩართულია შვიდი მოსწავლე. მოსწავლეებს დაევალათ ტაო -კლარჯეთის გეოგრაფიული მდებარეობის, ისტორიული წარსულის გაცნობა.
III-აქტივობა: მოსწავლეები უშუალოდ მოინახულებენ ტაო- კლარჯეთს,ექსკურსია მძღოლის დახმარებით ეცნობიან კუთხეს.სასულიერო პირთან ერთად მოილოცავენ, გადაიღებენ სურათებს, ვიდეოს მასალას.
IV- აქტივობა:მოსწავლეები გადაამუშავებენ ინფორმაციას, სურათებს დაამუშავებენ დიდ ფორმატით, სურათებს გაუკეთებენ მოკლე ანოტაციას, გააკეთებენ სკოლაში გამოფენას და საბოლოოდ ვიდეო მასალის თანხლებით გააკეთებენ პრეზენტაციას „თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები“
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია,გეოგრაფია, ისტი.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ხათუნა ბალახაშვილი.